შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულთა შორისაა 2004 წელს დაბადებული მოქალაქე ლ.ჯ. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედება ბრალად. 1971 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს და 1998 წელს დაბადებულ რ.კ.-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. სამინისტროს […]
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებით, EQAR-მა რეგისტრაცია 2023 წელს შეუჩერა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა. განმარტება ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს. „კომერსანტი“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, […]
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს […]
საქართველოში ტერორი ხდება, თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ტერორი ხდება, თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ადამიანებს მხოლოდ იმ მიზეზით აპატიმრებენ, რომ აქციებში მონაწილეობდნენ. „პროტესტი საქართველოში, ტერორი ხდება. თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო. საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებში მონაწილეობდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი“, […]
შსს: დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული იარაღი, საბრძოლო ვაზნები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში (ამაღლების #12) 5 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, […]
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ ელისაშვილს სხდომაზე მისი, როგორც დაკავებულის უფლებები გააცნო, რაზეც ელისაშვილმა რეპლიკის სახით ასე უპასუხა: “როცა დამაკავეს მაშინ უნდა წაეკითხათ ეს უფლებები, წიხლით რომ ჩამტენეს მანქანაში”. რაც შეეხება […]
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა. „რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა ბგანბამ. რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მყოფი ლევან ხაბეიშვილისთვის გაურკვეველი პირი სასამართლო უწყების ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა დოკუმენტი ხაბეიშვილმა არ ჩაიბარა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც სასამართლოში იმყოფება, გაურკვეველმა პიროვნებამ, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ ჰქონდა, სასამართლო უწყება მიუტანა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო უწყება არ ჩაიბარა, რადგან აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხდება. „არც საბუთი ჰქონდა, არც პირადობა, რაღაც გაურკვეველ საბუთებს მაბარებდა და ცხადია, არ ჩავიბარე. ნურაფრის გეშინიათ, ქუჩაში […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების წინაშე ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მოხსენებით – „კლიმატის ცვლილება და ნიადაგის ეროზიისაგან კონტროლი”, წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ღონისძიება მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა გახსნა. როგორც პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ […]
ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ხელს მოაწერენ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს

ბელარუსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მინსკში მოეწერება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მინსკში, რუსეთ-ბელარუსის „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „შეთანხმება განსაზღვრავს ორმხრივ ვალდებულებას რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, ტერიტორიების მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაზე ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით“, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, […]