ზურაბიშვილი: თუ ქუჩებში “ძალადობა შეჩერდა”, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი

ტყუილი და ცინიზმი! თუ ქუჩებში “ძალადობა შეჩერდა”, მაშინ რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან შვილის გატაცება? შურისძიება ქალებზე?

რატნიკი: ესტონეთი ვეღარ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ბიზნეს დიპლომატიის მდივნის მოადგილემ, მარინ რატნიკმა განაცხადა, რომ ესტონეთი საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებს. როგორც ცნობილია, ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს შორის უდიდესი, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების თემებში ორენოვანი სწავლების დანერგვაში კოოპერაციას ეხებოდა, მიმდინარე წელს დასრულდება. “უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ, რა თქმა […]

არსებული ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე

მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე დაკავეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია მისი შვილიც. ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. დააკავეს რამდენიმე პირი.

აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები დაშავდნენ. დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს. რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს. ასევე, სპეცრაზმი იყენებს სპეციალურ საშუალებებს ე.წ. გაზის კაფსულებს და წიწაკის სპრეის.

ზურაბიშვილი: ქართველების ბრძოლას თავისუფლებისთვის პასუხობენ ტერორითა და რეპრესიებით

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქართველების ბრძოლას თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის სასტიკი ტერორით პასუხობენ. „მეცხრე დღე ქართველების ბრძოლისა თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ამას პასუხობენ სასტიკი ტერორით და რეპრესიებით. საბაზისო ადამიანური უფლებების უხეში დარღვევა — გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაკავება, გრძელდება“, — წერს იგი.

„პროტესტის მე-9 დღეს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები სასტიკ ტერორს და რეპრესიებს აწყდებიან“ – პრეზიდენტი

“პროტესტის მე-9 დღეს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები სასტიკ ტერორს და რეპრესიებს აწყდებიან” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. პრეზიდენტი წერს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა. “გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. bm.ge

“ახლა გამოდით! ამათ როგორ ვერ უნდა მოვუგოთ დაჭერობანა” – მოქალაქე

ჯგუფ დაიტოვეში, მოქალაქე, წერს: ახლა გამოდით!!! სპეცრაზმს რადგან ყავს ხალხი ალყაში მოქცეული ეხლა უნდა გამოვიდეთ გარეთ და ბევნი თუ ვიქნებით ჩვენ მოვაქცევთ სპეცრაზმს ალყაში. ამათ როგორ ვერ უნდა მოვუგოთ დაჭერობანა

რესპუბლიკის მოედანზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე და მისი შვილი დააკავეს

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ასევე განლაგებულია სპეცრაზმი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე და მისი შვილი, ვაკო ალავიძე დააკავეს.

“სადარბაზოების კარებები გახსენით და ხალხი შეუშვით, ესენი რაღაც უბედურებას დაატრიალებენ” – უტიაშვილი

ვინც დარბევის ეპიცენტრის ახლო-მახლო ცხოვრობთ, სადარბაზოების კარებები გახსენით და ხალხი შეუშვით, ესენი რაღაც უბედურებას დაატრიალებენ.

ნიკა მელია – აბსოლუტურად მშვიდობიანი, არაძალადობრივი შეკრება გადაზარდეს კვლავ ცემა-ტყეპაში, წამებაში – არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

დღეს აბსოლუტურად მშვიდობიანი, არაძალადობრივი შეკრება გადაზარდეს კვლავ ცემა-ტყეპაში, წამებაში , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესს და ისინი ეროვნული ინტერესით მოქმედებენ. „მათ არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს არის თავისუფლებისთვის, ცვლილებებისთვის ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. აქ […]