აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ – ააგეს ბარიკადები

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები ადგილზე აგებენ ხელოვნურ ბარიკადებს. მანამდე აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადავიდნენ, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა. „ლაგუნა-ვერესთან“ მცირე დაპირისპირება იყო. ადგილზე სპეცრაზმელები და მომიტინგეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ipn.ge

პარლამენტთან ცოტნე კობერიძე სავარაუდოდ, დააკავეს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სავარაუდოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს. ის სპეცდანიშნულების რაზმმა ე.წ. კორდონში შეითრია. დამატებით ინფორმაცია მისი დაკავების დეტალებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. მანამდე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. თითქმის უწყვეტად ისმის გაფრთხილების ხმა და მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიშალონ. არიან სხვა დაკავებულებიც.

“ინსულინდამოკიდებული დაგიკავებიათ და წამალი არ აქვს თან! ღმერთი არ გაგიწყრეთ!” – ჩერგოლეიშვილი –

“თამარა, კონსტანტინე ბალანჩივაძე არის ინსულინდამოკიდებული. წამალი თან არ აქვს. დაკავებულია. ახლა ენჯეოებთან ვარ ხაზზე და არ გათიშოთო და ველოდები რომ ადვოკატებს უთხრან” შინაგან საქმეთა სამინისტრო – ცხელი ხაზიდან გადმომცეს რომ ინსულინდამოკიდებული დაგიკავებიათ და წამალი არ აქვს თან! ღმერთი არ გაგიწყრეთ! ამ მომენტისთვის 20 ადამიანს ვეძებთ, ერთი დაკარგულია, დანარჩენი დაკავებული.

“ეს სისასტიკე მიუღებელია! მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება” – ბუნიათიშვილი

ეს სისასტიკე მიუღებელია! საქართველოს, დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა) სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა – თავისუფლება თუ მშვიდობა. ვფიქრობდი, რომ მთავრობა იქნებ, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმით, ომის არიდებას, გარკვეული დროით მსოფლიოს მზერისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ცდილობდა, რომ არ გაებრაზებინა და დაეგეშა მეზობელი მტერი. რისკი, როგორც უკრაინაში, ბუნებრივია დიდია და პარტიულობის მიუხედავად, ქვეყნის საერთო ინტერესი ყველაზე […]

შსს – აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები ისროლეს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაშავდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ. „რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე […]

პრეზიდენტი – თუ ქუჩებში “ძალადობა შეწყდა”, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. “თუ ქუჩებში “ძალადობა შეწყდა”, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან ბავშვის გატაცება? შურისძიება ქალებზე?”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აზიარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერი ამბობს: “როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა […]

მომიტინგეთა გარკვეულმა ჯგუფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა – რუსთაველის გამზირს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს სპეცრაზმი

საპროტესტო აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა. მომიტინგეების დიდმა ნაწილმა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, რუსთაველის გამზირი დატოვა და სანაპიროს ტერიტორიაზე ჩავიდა. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფებმა ასევე, გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე. მსვლელობას ავტომობილები სიგნალებითა და შეძახილებით უერთდებიან და აქციის მონაწილეებს ამხნევებენ. რუსთაველის გამზირს ამ დროისთვის, თითქმის სრულად […]

“ხომ უცნაურია?” – რა პირობებს უყენებს საზმაუ მოქალაქეებს გაშუქების სანაცვლოდ?

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე: მართალი გითხრათ გაოცებული ვარ. ვერაფრით ვერ ამოვხსენი, რატომ არ იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ჩვენს შეთავაზებას. Gota Chanturia და მე ცოტა ხნის წინ გამოვედით შენობიდან. მენჯემენტთან გვქონდა საუბარი, სადაც უნდა შეგვეთანხმებინა ყოველდღიური ეთერის ფორმატი. როგორი იყო ფაქტების ქრონოლოგია: 1. რამდენიმე დღის წინ საზმაუ დათანხმდა საგანგებო ეთერს, სადაც ყოველდღიურად, საზოგადოების მიერ შეთავაზებული რესპოდენტები ღია […]

“მინდა, ცოტა ხანი უყუროთ ამ ფოტოს და ასე მხედავდეთ” – ალექსანდრე ქეშელაშვილი

ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი: მინდა, ცოტა ხანი უყუროთ ამ ფოტოს და ასე მხედავდეთ. რა თქმა უნდა, ფიზიკური ტკივილიც მალე გაივლის და ჩალურჯებებიც, მაგრამ 28 ნოემბრის ღამე იყო ძალიან სახიფათო ნიშნების მატარებელი, რომ აქ გარემო აღარ არის არამარტო თავისუფალი, არამედ უსაფრთხოც. ამ ფოტოს ავტორია მინდია გაბაძე, რომელსაც დღეს სრულიად მოულოდნელად, პოლიციის თვალწინ დაესხნენ თავს. პოლიციას […]