ამირან გამყრელიძე ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს – კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია, მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს მოუგია

მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებაშია ნათქვამი. ამირან გამყრელიძე „ფეისბუქზე“ ვრცელ მიმართვას ავრცელებს და მიმართავს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, რაზეც მთელი […]

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ბექა ყორშია დააკავეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია დაკავებულია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება.

“ვინაობა კი არა, ამათ ისეთი ელოდებათ ცხოვრებაში, დაბადებას დაიწყევლიან” – სანაია

და ამ ჯალათების ვინაობა არ გამოაქვეყნოთო ხო ?! ვინაობა კი არა, ამათ ისეთი ელოდებათ ცხოვრებაში, დაბადებას დაიწყევლიან.

“ქოცების ენაზე ვიტყვი…” – ინგა გრიგოლია

ქოცების ქვეყანა ვის გინდათ ასეთი ქვეყანა?! იარაღით უპირისპირდებიან რობოკოპებს გაქცეულ აქციის მონაწილეებს !!! ქოცების ენაზე ვიტყვი-პეზპრედელია საქართველოში!

“იმედზე” ზის გიგა ლორთქიფანიძის შვილი და “ვოზმუშჩაეტსა…” – გოგოტიშვილი

“იმედზე” ზის გიგა ლორთქიფანიძის შვილი (მგონი ნანა) და ვოზმუშჩაეტსა: “ეგენი ჩვენზე ამბობენ, ჩელიაბინსკში უნდათო. მე მინდა ჩელიაბინსკში?” ჩელიაბინსკში არა, გეორგიევსკში გინდათ შენ და შენს ოჯახს. თქვენი “წიგნი ფიცისა” მოვხან”

ოლიგარქის პოლიციამ ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავა – “მთავარი”

მთავარი არხის ცნობით, ოლიგარქის პოლიციამ “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამ დროისთვის, ყორშიას ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. რამდენიმე საათის წინ ყორშიას მეგობარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ვერ პოულობდა.

მტკვრის სანაპიროზე დაპირისპირება იყო – აქციის მონაწილეები მსვლელობას გმირთა მოედნის მიმართულებით აგრძელებენ

აქციის მონაწილეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მომიტინგეები ადგილზე აგებენ ხელოვნურ ბარიკადებს. მანამდე სანაპიროზე აქციის მონაწილეებსა და გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გაჩერებული ჯიპის ტიპის 2 ავტომობილი, სწორედ აღნიშნული ავტომობილებიდან გადმოსული ადამიანები უპირისპირდებიან დემონსტრანტებს. აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის […]

ცოტნე კობერიძე – მირტყეს, ჩემთან ფოტო გადაიღეს, „ქვეყანას როდის უნდა უშველოო?” – დამცინოდნენ, გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუაში დამაყენეს და მცემეს, იყო გინება და შეურაცხყოფა

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, ცოტნე კობერიძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, გაათავისუფლეს, რადგან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია პარლამენტს მისი მანდატი. „დაკავების შემდეგ რომ გამჩხრიკეს, მირტყეს. შემდეგ რაღაც ფოტო გადაიღეს ჩემთან და „გგულშემატკივრობთ, აბა, ქვეყანას როდის უნდა უშველოო?“ – დამცინოდნენ. მერე გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაში, შუაში დამაყენეს […]

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში – რას იტყვის ევროკავშირი | ექსკლუზივი

ბრიუსელში, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ”. 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” – ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას

ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში მოწოდებაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შეწყვიტოს საქართველოს „მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება“. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი აქვს, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. “ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად […]