აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის სამართლებრივი საფუძველი – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მიჰკელსონი: საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა

ყოველი დღე მნიშვნელოვანია. საქართველოს თავისუფალი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება. საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ახალი და თავისუფალი არჩევნების ორგანიზების მოთხოვნაა. მალტაში ფინეთმა და ავსტრიამ უშუალოდ გამოცადეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს.
გალერი: საქართველოში რეჟიმი, ამასობაში, ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა

საქართველოში რეჟიმი, ამასობაში, ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა…
შსს-მ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. რუსთაველის გამზირზე აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური […]
ფინანსთა სამინისტრო – საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული. „დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები […]
საია – ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა – მთელი ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია

ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი თქმით, […]
წუხელ აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს. უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ სისხლის […]
Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული. „დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები […]
უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში – რას იტყვის ევროკავშირი

ბრიუსელში, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ“. 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო […]