სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს. მათივე […]
აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა – საია

საიას განცხადებით, ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. საიას განცხადებით: · 6 დეკემბერს მეტროსადგურ თავისუფლების […]
თეონა აქუბარდია – ივანიშვილს მოუწევს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე წავიდეს – ხელახალი არჩევნები არის გზა, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობა და ქაოსი უნდა დასრულდეს

ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აქუბარდიამ ისაუბრა 6 დეკემბრის ღამეს, პოლიციის მიერ აქციის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძალადობაზე. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტის და შიშის გამოვლინება საკუთარი ქვეყნის […]
“საქართველოს ადგილი ევროკავშირშია” – ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ. როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ […]
კარდინი: ვფიქრობ იხილავთ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის

ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს.
Reuters – პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა

პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებს. „ძალიან ვწუხვარ და მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ალბათ შოკში ჩავარდნენ. არ გავექცევი იურიდიულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან არის […]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს. მათივე ცნობით, წმინდანის ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. „წმინდანი პართიაში, ქრისტესშობიდან 257 წელს, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი […]
მარგუს ცაჰკნა – პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ, მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ქართველ ხალხს – ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ […]
აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის სამართლებრივი საფუძველი – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია.
საპოლიციო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცავები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება. “მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი […]