აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ TikTok-მა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. კომპანია დარწმუნებულია, რომ ამას, შესაძლოა, აშშ-ში სოციალური ქსელის აკრძალვა გამოიწვიოს. პლატფორმა აცხადებს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი „აშშ-ის კონსტიტუციის პირველ […]
მთავრობა და ეროვნული ბანკი Fitch-ის რეიტინგზე იტყუება – რომან გოცირიძე

„მთავრობა და ეროვნული ბანკი იტყუება, Fitch-მა რეიტინგი არ გაგვიუარესაო. სინამდვილეში რეიტინგის პერსპექტივის მაჩვენებელი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა“,- წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. გოცირიძე დარწმუნებულია, რომ Fitch-ის მომდევნო ნაბიჯი საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB- მდე დაქვეითება იქნება. „ეს კიდევ ერთი საფეხურით გაუარესებაა. უფრო ადრე გვქონდა “პოზიტიური”, რაც “სტაბილურით” შეიცვალა ( ანუ გაუარესდა). ახლა უკვე […]
ჩაკვეტაძე ამ კვირაში არ ითამაშებს – “უოტფორდის” მატჩი გადაიდო

გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდის” მატჩი ამ კვირაში აღარ გაიმართება. ქართველის გუნდი ინგლისის ჩემპიონშიპის მე-19 ტურის მატჩში დღეს გასვლაზე “კარდიფს” უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მოსალოდნელი ქარიშხალის გამო, უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები გადადო. ამ მიზეზის გამო გადაიდო ინგლისის ქვედა დივიზიონში კიდევ რამდენიმე მატჩი და ასევე პრემიერ ლიგაში ლივერპულული დერბი. ამრიგად, ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონშიპში ჩატარებულ 18 […]
მამარდაშვილს “ლივერპულში” ერთით ნაკლები კონკურენტი დახვდება – გუნდის ერთ-ერთმა მეკარემ წასვლა გადაწყვიტა

ვეტერანმა ინგლისელმა მეკარე პოლ რობინსონმა Inside Track podcast-ში საუბრისას, განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ლივერპულს” მეკარე კაომინ კელეჰერი დატოვებს. მისი თქმით, ირლანდიელი მუდმივი მეორე ნომრობით დაიღალა, უკვე 26 წლისაა და ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. კელეჰერს აფრთხობს ის ფაქტიც, რომ ზაფხულში “ენფილდზე” გიორგი მამარდაშვილიც გადაბარგდება და კონკურენცია კიდევ უფრო მოიმატებს, რაც […]
“იხილავთ აშშ-სგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის” – სენატორი ბენ კარდინი

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების უმეტესობა, გმობს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალისმიერ დაშლას და საქართველოში კერძო პირების მიმართ სანქციების დაწესებას ემხრობა. როგორც შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი მერილენდის შტატიდან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რეაგირება უნდა მოჰყვეს იმას, რომ საქართველოში ხალხის ნება არ […]
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო პერსპექტივა გააუარესა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, უცვლელად, BB დონეზე დატოვა, თუმცა, პერსპექტივა გააუარესა. ის შემცირებულია “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე”. პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის დასახელებულია მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი. ცნობისთვის,ჯერ კიდევ ოქტომბერში სააგენტო პროგნოზირებდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკურ პოლარიზაციასა და გაურკვევლობას ვერ შეამცირებდა, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდებოდა, რაც დროთა განმავლობაში გააუარესებდა ინსიტიტუციური […]
სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის – Fitch

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ უცვლელად “BB” დონეზე დაადასტურა, თუმცა, პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა. მიზეზად სააგენტო გაზრდილ პოლიტიკურ რისკებს ასახელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Fitch-ის განახლებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ, სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის, რაც ნოემბრის შესყიდვებმაც დაადასტურა. როგორც სებ-ი იუწყება, მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, Fitch პოზიტიურად აფასებს სებ-ის მიერ […]
“ვიზის მექანიზმის შეჩერების” შესახებ ანგარიში – ევროკომისიის რეკომენდაციები

ევროკომისია ევროპული პარლამენტისთვისა და საბჭოსთვის “ვიზის მექანიზმის შეჩერების” შესახებ მეშვიდე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. “იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, მიღებულ უნდა იქნეს რიგი გადაუდებელი ზომებისა კომისიის […]
სერგო ჩიხლაძე – უნდა გვახსოვდეს, თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა, დავკარგავთ არამარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე 30 წლის განმავლობაში მოიპოვა

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა ამ ქვეყანაში, მთლიანად ქვეყანა, მოქალაქეები დავკარგავთ არამარტო უვიზო მიმოსვლას, არამედ ყველა იმ სიკეთეებს, ყველა გამარტივებულ პროცედურას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე 30 წლის განმავლობაში მოიპოვა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სავიზო შეზღუდვები, ბიძინა ივანიშვილის და სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებს დაუწესდება, როგორც […]
ვიდეო: “ახალგაზრდებო ნუ გამოაყენებინებთ ამათ თავს…“ – “მასტერი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “მასტერი“ მოუწოდებს ახალგაზრდებს, სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს თავი არ გამოაყენებინონ. “ელენიკოს და მისნაირების კისერზე იყოს, თუ ამ ბავშვებს ვინმე 7-წლიანზე გაუშვებს. კარგია წაქეზება ჰო, როცა იცი რომ შენ არავინ “გაგსროკავს“. მაქსიმუმ 9 პოსტს მიუძღვნით და 9 კვირაშიც აღარ გემახსოვრებათ ის ადამიანები, რომ ციხეში წავიდნენ. პოლიცია, რომ თავზე […]