პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურატურის ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარედგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. „დაზიანდა და განადგურდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ქონება, მათ შორის თბილისის მერიის ბალანსზე არსებული […]
ნანა ტოხვაძე – განათლება ისეთივე საფრთხეშია, როგორც ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავალი – ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების უკან გადადგმულ ნაბიჯებს შედეგად მოყვა საქართველოს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, EQAR-ის რეგისტრაციიდან საქართველოს ამოღება. რაც განპირობებული იყო ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების ხარვეზებით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ნანა ტოხვაძემ, ოპოზიციური პარტიების საერთო ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, შექმნილ მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ჩვენი, როგორც 2024 წლის საპარლამენტო […]
მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ. „ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე […]
სირიაში მეამბოხეებმა დაიკავეს სამხრეთის ქალაქი დარაა

7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ დაიკავეს ქალაქი სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. Reuters-ის სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი წყაროებიდან მიიღოს მეამბოხეთა განცხადების დასტური. დარაას დაცემის შემდეგ ასადის ძალებმა უკვე მეოთხე მნიშვნელოვანი ცენტრი დაუთმეს მეამბოხეებს. ამ დროს ლიბანმა გამოაცხადა, რომ კეტავს ყველს სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ […]
“ამასობაში საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა” – გალერი

“ამასობაში საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი წერს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლას ეხმიანება.
“სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს” – მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილს ავრცელებენ

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, უცხოურ ხელისუფლებებსა და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და ძლიერი მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. “ჩვენ, ხელმომწერი მსოფლიო ქალი ლიდერები, […]
19 წლის სანდრო ბუკიას ბიძა: ძალიან მძიმედ ნაცემი და დაბეჟილია

საპროტესტო აქციაზე დაკავებული 19 წლის სანდრო ბუკია, რომელიც შემდეგ გაათავისუფლეს, ოჯახის წევრის თქმით, ძალიან მძიმედ ნაცემი და დაბეჟილია. ამის შესახებ სანდრო ბუკიას ბიძიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. “ვიცოდი,რომ იქ იყვნენ ისინი იქ ადგილზე მუშაობდნენ, ერთი რედისონში მუშაობას, მეორე ჩაის სახლში. შესაბამისად, მიმდინარე ტერიტორიაზე ისედაც იყვნენ, მომწერა, რომ სანდრო გამტაცესო. გზიდან უკვე მე სანამ მივედი, სადაც […]
ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა

ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა და მათ შორის ჯიპიაი ჰოლდინგმა, სადაც დაღუპული მუშაობდა. “დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა. ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და […]
ბიძის თქმით, სანდრო ბუკია გამოუშვეს, თუმცა უმოწყალოდაა ნაცემი

წუხელ აქციაზე ძალადობრივად დაკავებული 19 წლის სანდრო ბუკია თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სანდრო ბუკიას ბიძა, გიგა კიტია ავრცელებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. გიგა კიტიას ცნობით, სანდრო ბუკია უმოწყალოდაა ნაცემ თიავის, სახის და სხეულის მრავლობითი დაზიანებით. „ჩემი და, ფორმულას ვიდეოში ამოვაიცანი და იქ გადამეკეტა: ძალები მოვიკრიბე და ეგრევე დავპოსტე 1tv.ge შიდა ჯგუფში. დედაჩემი ტირის და მუშტს […]
გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა
გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა – მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად, – ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი, რონ პოლი, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მრჩევლად მოიაზრება, X-ზე წერს. აღსანიშნავია, […]