გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის -ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა

გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის -ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა – მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად, – ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი, რონ პოლი, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მრჩევლად მოიაზრება, X-ზე წერს.
აღსანიშნავია, რომ რონ პოლის მოსაზრებას ეთანხმება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი, ილონ მასკიც, რომელიც წერს: “რონი არ ცდება”.
“მარტივი რამ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის! გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა – მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად. გარდა ამისა, ეს არის სიმდიდრის ამორალური გადაცემა და არაკონსტიტუციურია.” – წერს რონ პოლი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე