ნონა ქურდოვანიძე – წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ აქვს დაწყებული

წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით დაწყებული არ აქვს, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, საია-ში 320-მდე შეტყობინებაა შესული. “წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით არ აქვს დაწყებული. 320-მდე შეტყობინებაა შესული […]
„შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“ – ნარკოლოგი წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის გამოყენებაზე

„შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში“ – ნარკოლოგი წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის გამოყენებაზე ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს: „ხანგრძლივი გამოყენება წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის (მაგ., ცრემლმდენი გაზი – CS ან CN) შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. აქ არის მათი ზემოქმედების შედეგები: […]
“თუ ჩლუნგი და მონა არ ხარ ეს უნდა იცოდე” – ხიდაშელი

“თუ ჩლუნგი და მონა არ ხარ ეს უნდა იცოდე” – ხიდაშელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი: არსებობს ელემენტარული ჭეშმარიტებები. თუ ჩლუნგი და მონა არ ხარ ეს უნდა იცოდე და დღეს ხმამამაღლა ყვიროდე რეჟიმის შესაჩერებლად. სინამდვილეში ალბათ მონა ხარ, მაგრამ მაინც მერე რომ არ თქვა არ ვიცოდიო: 1. ადამიანს აქვს ღვთისა და კონსტიტუციის მიერ მიერ ნაბოძები […]
სახალხო დამცველმა აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა

ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.
რატომ დავკარგეთ უკრაინა? საქართველო? რადგან ხალხი ვალდებულებებს არ ასრულებს – კადიროვი

5 დეკემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრ ბასტრიკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაური, ვლადიმირ კოლოკოლცევი გააკრიტიკა. მან შესაბამისი კომენტარები მოზარდი ჩეჩენის, მუსლიმ მურდიევის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საუბრის დროს გააკეთა. კადიროვმა თქვა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმით დაკავებული არიან “უფლებადამცველები, დეპუტატები, სენატორები, ყველა”, საკუთარი თავის ჩათვლით. მისი თქმით, ბასტრიკინი და კოლოკოლცევი “საკუთარ […]
დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს – ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს

2024 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის […]
როგორია აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. “ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე […]
წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს

წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ ალავიძის ახლობლები ავრცელებენ. ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იკავებდა. ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს. უწყების მტკიცებით, […]
ლევან იოსელიანი – დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოვინახულე, მათ შორის ვნახე ბექა ყორშიაც, მას დაზიანებები არ აღენიშნება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს იზოლატორებში აქციების დროს დაკავებული 34 პირი მოინახულა, მათ შორის ბექა ყორშია, რომელსაც, მისი ინფორმაციით დაზიანებები არ აღენიშნება. გარდა ამისა, როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულების ნაწილი კვლავ საუბრობს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე და პირადი ნივთების დაკარგვაზე. „თბილისსა და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით, 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ […]
ცოტნე ანანიძე – ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არგამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია აქციებზე ტემპერატურის აწევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას აფასებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს, აქციებზე პიროტექნიკის არგამოყენებაზე ფორმალურადაც კი არ გაუკეთებიათ განცხადება, რადგან მათ ინტერესში ვითარების დაძაბვაა. „ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არ გამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია ტემპერატურის აწევა აქციებზე”, – წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.