„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – რას ამბობს თბილისში ავარიისას გარდაცვლილი ქალის შვილი

„დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა“ – რას ამბობს თბილისში ავარიისას გარდაცვლილი ქალის შვილი გასულ ღამეს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი აქციაზე მყოფი `შვილის დასახმარებლად მიდიოდა, […]
ლანდსბერგისი: უნდა დაწესდეს ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც ბოროტად გამოიყენება

როდესაც ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც ბოროტად გამოიყენებოდა. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის, რაც შეიძლება მალე.
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი მხარს […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ. მსახიობ ნინო კასრაძის განცხადებით, ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. მსახიობის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში გაუშვან. „ეს არ ეხება მხოლოდ იმას, ევროპაში გვინდა წასვლა, ეს იმას […]
დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა

დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც დანია გამოირჩევა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკრაინის ცის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ცნობისთვის, […]
დაკავებულთა ნაწილი ამბობს, რომ პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 7 დეკემბერს თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა. მისი თქმით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნება დაზიანებები და, როგორც ისინი ამბობენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა […]
კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას – გიორგი ციკოლია

ამერიკული ტექკომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ციკოლია, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 7 დეკემბრის ღამით ნიკოლოზ ალავიძისა და მისი შვილის დაკავებას ეხმიანება. როგორც ციკოლია სოციალურ ქსელში წერს, ის გმობს ძალადობას, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხორციელდება. “7 დეკემბერს, ჩემი კოლეგა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი – ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი – ვაკო ალავიძე რუსთაველზე მშვიდობიანი […]
დასარბევად გამოყენებულ აღჭურვილობაზე ევროპული ემბარგო დაწესდეს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალები იყენებენ, ემბარგო უნდა დაწესდეს. “როდესაც ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც გამოიყენებოდა ბოროტად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის, რაც შეიძლება მალე,” – წერს […]
6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 9 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 6-7 დეკემბრის ღამეს, პროევრუპული აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. „ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან“, – წერია განცხადებაში. სამედიცინო […]
ჯანდაცვის სამინისტრო – 6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს – ორი პაციენტი, ამ დრომდე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას

6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს […]