ცოტნე ანანიძე – ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არგამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია აქციებზე ტემპერატურის აწევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას აფასებს.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს, აქციებზე პიროტექნიკის არგამოყენებაზე ფორმალურადაც კი არ გაუკეთებიათ განცხადება, რადგან მათ ინტერესში ვითარების დაძაბვაა.
„ფორმალური განცხადებაც არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, პიროტექნიკის არ გამოყენებაზე, რადგან მათ ინტერესშია ტემპერატურის აწევა აქციებზე”, – წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება