პაატა დავითაია – ძალადობრივი თავდასხმებისთვის და სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს ყველამ

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტზე მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორ გიორგი შეწირულზე განხორციელებული სასტიკი ძალადობრივი თავდასხმა, ასევე ბოლო დღეებში განხორციელებული ანგარიშსწორების ფაქტები მედიის სხვა წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე, კატეგორიულად მიუღებელია და შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაიას თქმით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს მძიმე დანაშაული […]

“99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე” – მდინარაძე ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმაზე

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ჩართვით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. ის ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ამორალურია, თუმცა, მომდევნო წინადადებაში ამატებს, რომ თუკი „ცოტა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოყვება“. „ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამორალური, არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდი და ვგმობ კი არა, არის ამაზრზენი. ვინც არ უნდა იყოს. მაკა ჩიხრაძეზე […]

ლავროვი: “ტერორისტულმა დაჯგუფებამ” არ შეიძლება მართოს სირია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სირია ჩავარდეს “ტერორისტული დაჯგუფების” ხელში. ამის ფონზე სირიელი მეამბოხეები – ისლამისტების, დაჯგუფება, რომელსაც “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი” (აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) უძღვება და რომლის ზოგიერთი ნაწილი პროთურქულადაა მიჩნეული, უახლოვდებიან ჰომსს, რაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობას […]

მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა, “ვალენსია” წაგებას – ვერა

ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში „ვალენსია“ სახლში „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხდა. დებიუტში სტუმრები ახლო მანძილიდან თავურით პატე სისმა დააწინაურა. იმ მომენტში მამარდაშვილი უძლური იყო. 28-ე წუთზე მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს. მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore. 6.5, […]

პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! – მამუკა ხაზარაძე მედიაზე თავდასხმის შესახებ

პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! -ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. ხაზარაძის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. „ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე, სიმართლეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშიშვლებენ რეჟიმს. მალე გაეცემათ კანონიერი […]

გაუგონარია ასეთი რაღაც, ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ – სახალხო დფამცველი

“გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის […]

გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს – არმაზ ახვლედიანი

გონებადაბინდული ივანიშვილი მიზანმიმართულად ატერორებს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ხელოვანებს – ყველას, ვინც არ ვეგუებით მის პირსისხლიან რეჟიმს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და დიქტატურის გაფორმებას, – ასეთ შეფასებას აძლევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. როგორც ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილი და ორაზროვანი განცხადებები დანაშაულია. „თბილისის ქუჩებში სისხლიანი ტერორია! ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ღია სადამსჯელო-საჩვენებელ […]

თუ ეს არ შეჩერდა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიციას აღკვეთოს ნიღბიანი ე.წ ტიტუშკების მიერ ხალხის ცემა და სწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში. მისი თქმით, თუ ეს, რაც ახლა ქუჩებში ხდება, დაუყოვნებლივბ არ შეჩერდა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა . “ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს […]

დაკავებულია იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი, რომელიც კრიმინალებს მთელ ევროპაში ამარაგებდა – ევროპოლი

პოლონეთის პოლიციამ, ევროპოლთან და ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ტრანსსასაზღვრო ოპერაციის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა, რომელიც იარაღით, სავარაუდოდ, ევროპის მთელ კრიმინალურ სამყაროს ამარაგებდა. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ის გერმანიასა და პოლონეთში მოქმედ კრიმინალურ ქსელებს უკანონო იარაღს აწვდიდა, გამომძიებლებმა ეჭვმიტანილს „მაღალი ღირებულის სამიზნე“ უწოდეს. მის მიერ ბელგიაში, გერმანიაში, ლიეტუვასა და შვედეთში ადრე […]

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ tv-პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები მათთან არანაირ კავშირში არ არიან

‘ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. მდინარაძის მტკიცებით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა. „ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. ჩვენი ოპონენტებისგან […]