პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება – ასეთი დანაშაული მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს აწყობს!

ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია ესე უბრალოდ და ვგმობ კი არა, არის ამორალური და არის ამაზრზენი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პირები, რომლებიც „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა […]
სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი აღნიშნული ინციდენტი, ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რადგანაც ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები. „რისიც ყველაზე მეტად […]
დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად შექმნილი ძალადობა აგრესიისა და კრიმინალისთვის ნიადაგს ქმნის ეს კი არც ქვეყნის და არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის გმობს ნებისმიერ ძალადობას. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე […]
იოსელიანი თავდასხმაზე: პასუხისმგებელი არის ის საპოლიციო დანაყოფები, ვინც იქ იმყოფებოდნენ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო უწყებებს, აღკვეთონ ქალაქში გაურკვეველი პირების მიერ მოქალაქეებზე ძალადობა. ტვ პირველის ეთერში ის გამოეხმაურა ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ეს ვითარება თუ არ შეიცვალა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივა. იოსელიანის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი და შესაბამისად, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი […]
„ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…“ – ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ასე ეხმაურება: „ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…
“თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ, პატრიარქო!” – თამარ ბუჩუკური

თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ პატრიარქო. ბავშვებს სცემენ, ბავშვებს ასახიჩრებენ მანდვე ახლოს, რუსთაველზე, ამ წუთებშიც პატრიარქო. თქვენ პლასტმასის კაცუნებისკენ მიმართული ფეიერვერკი გაწუხებთ, მე – ცემისგან გონება დაკარგული, დალეწილი ბავშვები. თქვენი ნათლულები მაინც დაიცავით, მრწამსს რომ უკითხავდით, ის ბავშვები. ესენი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, იმ ევროპისთვის – თქვენც რომ გისარგებლიათ, თავი რომ გადაგირჩენიათ… განა რამე სერიოზული – […]
„გთხოვთ გაითვალისწინეთ!თავის არეში მიყენებული ნებისმიერი ტრავმა არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი: „გთხოვთ გაითვალისწინეთ! ვისაც თავის არეში გაქვთ დაზიანებები, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ნებისმიერ უმნიშვნელო სიმპტომს, რადგან ქალასშიდა სისხლდენებს ხშირად ახასიათებს ეგრეთ წოდებული “ლუციდური პერიოდი”, ანუ ნათელი პერიოდი, როცა პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ სინამდვილეში სისხლდენა გრძელდება და როცა ისეთი ზომისაა რომ თავის ტვინის სტრუქტურებს მექანიკურად დააწვება უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება ექიმს რეაგირებისთვის. თავის […]
„ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემელების ღვრა არ დაიწყოთ!“ – ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე: „ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემელების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!!! ვინც ახლა ჩვენთვის, მოვალეობის მოხდის მიზნით გამოცხადებული სოლიდარობის შემდეგ, ხვალ ისევ ამ რეჟიმის სამსახურში ჩადგებით!“
(ვიდეო) – “ამ ეკიპაჟის წინ დაგვესხნენ თავს” – რა ვიდეოს ავრცელებს გიორგი ჩიკვაიძე

თავს დამესხნენ, პატრულის მანქანის და ეკიპაჟის წინ, სასტუმრო სვისოუელთან, თან მიყვიროდნენ კიდე რამდენი ხანი ირბენ ტვ პირველზეო და ახსენებდნენ გენ პროკუროს!!! ჩვენმა დაცვამ გვიშველა!!! – ამბობს ჩიკვაიძე. http://
ლევან იოსელიანი – გაუგონარია ასეთი დაპირისპირება – ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე – ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ

გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის […]