რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება – ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან

უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიასთან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩაზე, მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ხოლო თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები განალაგეს, ასევე ავტობუსები, სადაც, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებიან. მომიტინგეები საკუთარ პროტესტს პერიოდულად სასტვენებითა და სხვადასხვა შეძახილებით გამოხატავენ, ასევე სკანდირებენ: „საქართველო“. მათ რამდენჯერმე გამოიყენეს პიროტექნიკა, პოლიციის მისამართით კი ლაზერი. ცოტა ხნის წინ ხმაური […]

მამუკა მდინარაძე – ჟურნალისტზე ამ ფორმით თავდასხმა არის ამორალური, ის პირები არ არიან პოლიციელები, არც სპეცრაზმის წევრები, არც ჩვენი აქტივი – ჩემი აზრით, ეს იმის გაკეთებულია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება

ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. მდინარაძის აზრით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა. „მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ “ფეიქს” აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის […]

დიმიტრი ხუნდაძე – ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით

ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რითაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ თავდასხმის ფაქტის მიზანი იყო მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა. მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე „ხელოვნურად შექმნილი ძალადობა […]

მსახიობ გიორგი მახარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გიორგი მახარაძე აცხადებს, პოლიციის თვალწინ თავს დაესხა 30-მდე პირი, სამართალდამცავებს კი მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ. „წინ მიდგას პატრული და 30 „ტიპი“ „დუბინკით“ მცემს და უყურებენ… 10 წუთი მცემეს. დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით მეუბნებიან, გადავეციო“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ვიდეო: “პატრულის თვალწინ, 30 ტიპი “დუბინკით” მცემდა… მიყურებდნენ, როგორ მცემდნენ მარტოს”- გიორგი მახარაძე

მსახიობ, გიორგი მახარაძეს, აქციაზე თავს დაესხნენ, როგორც გიორგი ამბობს მას პოლიცია არ დახმარებია და უბრალოდ უყურებდა როგორ ურტყამდნენ. “პატრულის თვალწინ, 30 ტიპი “დუბინკით” მცემდა… მიყურებდნენ, როგორ მცემდნენ მარტოს”- ამბობს გიორგი მახარაძე. ნახეთ კადრები:

ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება. ეს დანაშაული ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქართველოს […]

მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ და იძალადეს

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს, როგორც მან მოუყვა ტელეკომპანია “მთავარს” რამდენიმე ადამიანი დაეხვა თავს ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, პოლიციას, კი რომელიც მისი მონაყოლით შემთხვევას შეესწრო რეაგირება არ მოუხდენია. “უყურებდი, ბიჭო ოცდაათი კაცი როგორ მცემდა მარტოს “დუბინკებით”, ძირს დაგდებულს და რომ მოვდივარ შენთან, მეუბნები “კი გადავეციო” რა გადაეცი? თავს […]

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის

ევროკავშირის 6 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის მხრიდან განიხილება. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. აქ ხაზგასმულია, რომ საქართველომ დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიიღოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები – მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის […]

არაფერში არ ჯდება ადამიანების მიმართ ასეთი ანგარიშსწორება – “არქის” გენ.დირექტორი

“არ შეიძლება და არაფერში არ ჯდება ადამიანების მიმართ ასეთი ანგარიშსწორება!!!!” – ასე გამოეხმაურა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას “არქის” გენ.დირექტორი შიო ხეცურიანი. შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ […]

დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად შექმნილი ძალადობა აგრესიისა და კრიმინალისთვის ნიადაგს ქმნის ეს კი არც ქვეყნის და არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის გმობს ნებისმიერ ძალადობას. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე […]