ცნობილია, იქნება თუ არა კვარაცხელია “ლაციოსთან” ძირითად შემადგენლობაში?

დღეს, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში “ნაპოლი” “ლაციოს” უმასპინძლებს. გუნდები ერთმანეთს გასულ კვირას კოპა იტალიაზე დაუპირისპირდნენ, სადაც რომაელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. აღნიშნული შეხვედრა “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. Areanapoli-ს ცნობით, ამჯერად ქართველი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და მეტოქის საჯარიმოსთან ხიფათის შექმნას რომელუ ლუკაკუსთან და მატეო პოლიტანოსთან ერთად შეეცდება. შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:45 […]
პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებში მონაწილეებისთვის იყოს აკრძალული – მდინარაძე

“მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებში მონაწილეებისთვის იყოს აკრძალული. ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემა იქმნება, ქვებს ისვრიან, სპეცრაზმს ესვრიან. ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ვიღაცა ჟურნალისტს თავს დაესხა, ან მიაგნებ ან ვერა, ასეთი საშინელება ხდება. ეს არის ჩემი აზრი,” – თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ […]
ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან, სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია – ნინო ზამბახიძე

ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან, სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია, – წერს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ომის დროს ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან!. ისინი სიცოცხლის გადარჩენასა და სიმართლის გავრცელებას ემსახურებიან.ამ პრინციპის უგულებელყოფა არა მხოლოდ ჰუმანურობას უპირისპირდება, არამედ კაცობრიობის საერთო ეთიკურ ფასეულობებსაც. […]
რატომ ვეღარ ვახერხებთ იმის პოვნას, რასაც ინტერნეტში ვეძებთ?

დაუსრულებელი რეკლამა საჭირო ინფორმაციის ნაცვლად: „გუგლი“, რომელიც ოდესღაც ინტერნეტის კარიბჭე იყო, როგორც ჩანს, სულ უფრო უარესი ხდება – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ზოგიერთი მომხმარებელი. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ „გუგლის“ საძიებო სისტემა ისეთი კარგი აღარ არის, როგორიც ადრე იყო? „ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო“, – სულ უფრო ხშირად ამბობენ სოციალური ქსელების მომხმარებლები „გუგლის“ შესახებ. მისი […]
სალომე ზურაბიშვილი – შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები – მადლობა იტალია!

“შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია”, – წერს ზურაბიშვილი.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია – ზვიად ჭუმბურიძე პაველ ჰერჩინსკის წერილობით მიმართავს

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია“, – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით მკაცრი ნაბიჯების გადადგმა სურს, ახლა პერსონალური სანქციები ბევრად შედეგიანი იქნება, ვიდრე უვიზო მიმოსვლის შეჩერება. „ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვისურვებ ამას. 16 დეკემბერს არის სწორედ ამ საკითხის განხილვა და იქნებ გადავრჩეთ […]
აშშ-მა უკრაინას თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პრესრელიზის მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 988 მილიონი დოლარი გამოიყოფა. “დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საგრძნობ თანხას გამოყოფს, რომელიც ქვეყანას გამარჯვებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. უკრაინა მიიღებს საბრძოლო მასალას, რომელიც სარაკეტო სისტემებისთვის არის საჭირო, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ეს პაკეტი ასევე […]
დღეს 15:00 საათზე “რესპუბლიკის მოედანზე” მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს 15:00 საათზე “რესპუბლიკის მოედანზე” მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. შეგახსენებთ, მეათე დღეა პროევროპული აქციების გაშუქებისას, საკუთარი სამსახურეობრივი, ჟურნალისტური, მოვალეობის შესრულებისას, რეპრესიული ძალები რეგულარულად თავს ესხმოდნენ მედიას და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. დაშავებულია ჟურნალისტები და ოპერატორები. ცნობისთვის, მედია ხელშეუხებელია ომშიც კი. გუშინდელ აქციაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, […]
“შეაჩერეთ ძალადობა !” – ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე

“შეაჩერეთ ძალადობა !” – დაწერა 8 დეკემბერს ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლემ, ეკა არეშიძემ. მოსამართლე ეკა არეშიძე იყო იმ მოსამართლეების შორის, რომლებმაც 29 ნოემბერს გაავრცელეს განცხადება, ივანიშვილის რეჟიმის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 76 მუხლის მოთხოვნებს, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ასევე, […]
კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელი გარდაუვალი – ლევან იოსელიანი

“ძალიან ცუდი კადრები ვიხილეთ, როდესაც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, როგორ უსწორდებოდნენ არაფორმალური დაჯგუფებები. რასთან გვაქვს საქმე, 90-იან წლებში დავბრუნდით?! როდესაც ვიღაცები დადიან და ადამიანებს უსწორდებიან, ანგარიშს უსწორებენ,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუშია განაცხადა და დაამატა, რომ სახელმწიფომ ამას უნდა დაუპირისპიროს ძალიან ეფექტური გამოძიება და ყველა ეს პირი პასუხისგებაში უნდა იყოს […]