ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ ნიშნულზეა – Bloomberg-ის რეიტინგი

Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. რეიტინგში ივანიშვილი 391-ე ადგილს იკავებს, იქამდე კი 401-ე ადგილზე იყო. ივანიშვილის ქონება 7.73 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც, ამავე რეიტინგის თანახმად, რეკორდული ნიშნულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება 1.38 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 8 დეკემბერს […]

სირიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, ხალხის მიერ არჩეულ ახალ ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლოს

სირიის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალი აცხადებს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ხალხის მიერ არჩეულ ახალ ხელმძღვანელობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სირიის პრემიერ-მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ის დამასკოში რჩება. მისი განცხადებით, სირიას შეუძლია, იყოს ნორმალური ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობები მეზობლებთან და მსოფლიოსთან. შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ დამასკოში შევიდნენ. გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დედაქალაქი […]

სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში – ანდრია ჯაღმაიძე

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც მედიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ჯაღმაიძის აზრით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და მსგავსი შემთხვევის განმეორება მომავალში […]

ბაჩო ახალაია: ქვეყანა ერთხელ ხომ უკვე გათავისუფლდა ამ ბანდიტებისგან, ახლა ისევ ამ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებთან იარაღიანი პირის დაპირისპირებას ეხმიანება და ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. „ქვეყანა ერთხელ ხომ უკვე განთავისუფლდა ამ ბანდიტებისგან, ახლა ისევ ამ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა…“ – წერს ბაჩო ახალაია.

მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს – მდინარაძე

ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. როგორც […]

“ტურებისთვის ახლა არავის სცალია” – Travelfy

29 ნოემბრიდან, ტურისტულმა სააგენტომ Travelfy ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სამუშაო პროცესი შეწყვიტა. კომპანიის გაყიდვების მენეჯერის, მარიამ დგებუაძის განცხადებით, კომპანიას ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი კვლავ არ გაუახლებია და ოფისიც დაკეტილია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა. „ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩვენს სექტორზე ძალიან აისახება, რადგან ყველას მიზანი ხდება, რომ ქვეყანაში აზრი შეიცვალოს. ამიტომ, ტურებისთვის ახლა არავის არ სცალია. […]

“ბექა ყორშიას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეძებდნენ მის ტელეფონს, რომელიც თან არ ჰქონდა” – ადვოკატი

“მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ბექა ყორშიას დაკავებისას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა სხვა დაკავებულებთან შედარებით მსუბუქი ფორმებით. ამის შესახებ “მთავარი არხის” დილის ეთერში მისი ინტერესების დამცველმა ვიქტორ კვიტატიანმა განაცხადა. “ბექა მხნედ არის. მსუბუქად არის ნაცემი. დაცვის უფლებით ვერ სარგებლობდა 4 საათის განმავლობაში, მას ვერ ვპოულობდით არ ვიცოდით სად იყო. ბექასთან მიმართებაში პირველი რაც უნდოდა ეს […]

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება […]

სირიის პრემიერი – მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს

სირიის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის განცხადებით, მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ხალხი აირჩევს, შევთავაზოთ ყველა შესაძლო მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო ფუნქციების შეუფერხებელი და სისტემატური გადაცემა, სახელმწიფო ობიექტების შენარჩუნებით“, – განაცხადა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალმა. მისი თქმით, სირიის დატოვებას არ აპირებს. […]

პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მიმდებარე ტერიტორია რკინის ბარიკადებით არის შემოსაზღვრული. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი წუხანდელი აქციის დასრულებიდან, დაახლოებით 2 საათში დაიწყო.