საქართველოს მთავრობა არც პრორუსულია და არც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება – ელჩი იაპონიაში

“საქართველო ცდილობს, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა,” – ამის შესახებ საქართველოს ელჩია იაპონიაში ტეიმურაზ ლეჟავა აცხადებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება. “ოპოზიციაში ცდილობენ, შექმნან ნარატივი, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია დასრულდა და ამით შეინარჩუნონ დემონსტრაციების მუხტი. საქართველოს მთავრობა არც პრორუსულია და არც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამის საწინააღმდეგო ინფორმაცია მოდის იმ ადამიანთაგან, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის სხვაგვარ ინტერპრეტაციას,” – […]
“სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი” – ივა ჭყონია

„სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა ინსტიტუტი, სამართალდამცავები საერთოდ აღარ არსებობენ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოს რუსული რეჟიმი მართავს და გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელიც სცემეს, რიგითი „ანწუხელიძე იყო“. „გუშინ ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოუძღოდა საპატრულოს ორი ეკიპაჟი იმ ბანდფორმირებებს. სამწუხაროდ, 90-იანი წლები […]
გიორგი ვაშაძე – ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა

გიორგი ვაშაძე – ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა ჟურნალისტებს მივმართავ, გადაწყვიტეთ ახლა ივანიშვილთან ერთად მაკა ჩიხლაძეს კისერი გადაუგრიხეთ, თუ უარს ამბობთ და გმობთ ივანიშვილს?! – ასევე, მივმართავ პოლიციას, თქვენ ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტებს და ახალგაზრდების ცემაში სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, თუ გმობთ ივანიშვილს?! – უნდა დაგმოთ […]
მიმდინარეობს თვითმარქვია მთავრობის ტერორი ხალხის წინააღმდეგ — ლევან ცუცქირიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავები სამართალდამრღვევებად იქცნენ და ის, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, „ქართული ოცნების“ ტერორიზმია საკუთარი ხალხის წინააღამდეგ. ამის შესახებ ლევან ცუცქირიძემ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს თვითმარქვია მთავრობა იყენებს ტერორს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ. დღეს, რეალურად, სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ სამართალდამრღვევები. სამართლიანობის, დემოკრატიის, […]
დონალდ ტრამპი – ასადი თავისი ქვეყნიდან გაიქცა – მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით

ასადი წავიდა, ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს. „უპირველეს ყოვლისა, რუსეთს იქ ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. მათ სირიის მიმართ ინტერესი უკრაინის გამო დაკარგეს, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, […]
გიორგი ვაშაძე – ივანიშვილმა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების წარუმატებლობის შემდგომ ბანდფორმირებებს გადასცა პროტესტის მონაწილეების და აქციის წინააღმდეგ ბრძოლა

ჟურნალისტებს მივმართავ, გადაწყვიტეთ ახლა ივანიშვილთან ერთად მაკა ჩიხლაძეს კისერი გადაუგრიხეთ, თუ უარს ამბობთ და გმობთ ივანიშვილს?! – ასევე, მივმართავ პოლიციას, თქვენ ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტებს და ახალგაზრდების ცემაში სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, თუ გმობთ ივანიშვილს?! – უნდა დაგმოთ ბიძინა ივანიშვილი! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტებზე […]
Reuters: ბაშარ ასადი სირიიდან გაიქცა

Reuters: ბაშარ ასადი სირიიდან გაიქცა სირიაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ცოტა ხნის წინ დამასკოს აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავი უცნობი მიმართულებით გაფრინდა, რომელსაც მაღალი ალბათობის ასადი გადაჰყავდა. მონიტორინგის ცნობით, დამასკოში განთავსებული სამთავრობო არმიის დანაყოფები უკვე ევაკუირებულები არიან. სირიის მთავრობა ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ნოემბრის მიწურულს იდლიბში გამაგრებულმა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა აჯანყებულებმა, რომელთა საბრძოლო ძალის ბირთვის სირიაში […]
ივანიშვილმა თბილისის ქუჩები გადასცა სიკვდილის ბრიგადებს — თეონა აქუბარდია

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და თბილისის ქუჩებში ივანიშვილის სიკვდილის ბრიგადები ებრძვიან ხალხს, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა. 10 დღის მანძილზე ივანიშვილის შავრაზმელები უპირისპირდებიან ქართველ ხალხს. როდესაც […]
უკრაინას შეთანხმების გაფორმება და სიგიჟის შეჩერება სურს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები – ტრამპი

ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას შეთანხმების გაფორმება და სიგიჟის შეჩერება სურთ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს. „ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და სიგიჟის შეჩერება. მათ უაზროდ დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და […]
ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს – დიმიტრი ხუნდაძე

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს რომ სიკეთე არ მოაქვს, ყველა ვხედავთ, – „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი შეფასებით, საქართველოში არსებული ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ერის დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ […]