“თავად შეგვიძლია შევაფასოთ რა ტიპის სახელმწიფოს ვიღებთ ახლა, ეს არის რუსული ტიპის სახელმწიფო” – რესან ქიქავა

“ის რაც ხდება არის უბრალოდ კატასტროფა და შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს გამოუსწორებელ სისხლის ღვრამდე” – განცხადება “ექსპო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, რესან ქიქავამ, BMGTV ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” გააკეთა. მისი თქმით, ეს პროცესები უამრავი წლით დაგვხევს უკან, ამ დროს ჩუმად ყოფნა, პროტესტი სახლში არ არის გამოსავალი. “შიდა მმართველობა, საგარეო ურთიერთობები – ჩვენ თავად შეგვიძლია შევაფასოთ რა ტიპის […]
“ეს ბოლო ბრძოლაა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამის შემდეგ არჩევნები საერთოდ აღარ იქნება” – “რესქული”

“რესქულის” დამფუძნებელი, სალომე მგელაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ საზოგადოებამ არცერთი ნაბიჯი უკან არ უნდა გადადგას, რადგან სხვა შანსი აღარ იქნება.
აქამდე სამი რამის გამო მივედით ახლა ამოსავალი საზოგადოების ერთიანი ხმაა – თინა რუხაძე

შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი საზოგადოების ერთიანი ხმაა, – ასე ფიქრობს კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თინა რუხაძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. “გამოსავალი ხალხის და ბიზნესის, საზოგადოების ყველა წრის საერთო პოზიციაშია. იმაში, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. მე, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – ამბობს კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. […]
“იმისთვის, რომ ქვეყანა დალაგდეს აუცილებელია ხელახალი არჩევნები” – თორნიკე აბულაძე

გამოსავალია ხელახალი არჩევნები. იმისთვის, რათა ქვეყანა დალაგდეს აუცილებელია ხელახალი არჩევნები” – ასე ფიქრობს დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაზე დეველოპერული კომპანია “არსის” აქციონერი თორნიკე აბულაძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. აბულაძე დარწმუნებულია, რომ ყველას მიზანი ახლა დეესკალაციაა, რადგან ის წერტილი, სადაც ახლა ქვეყანაა, არის უკიდურესად სახიფათო. “დეესკალაციის გარეშე განმუხტვა ვერ […]
NUTSGE საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება

კომპანია NUTSGE საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება. შესაბამისი განცხადება ბიზნესმა საკუთარ ელექტრონულ გვერდზე გაავრცელა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან თუნდაც დროებითი კავშირის გაწყვეტა თხილის ინდუსტრიას დააზიანებს. ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია. “კომპანია NUTSGE ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და […]
ადვოკატმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ და პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით, გაასამართლეს ალეკო ელისაშვილი. „სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლომ და პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა ალეკო ელისაშვილი. პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდებოდა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, […]
მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს – ფაქტობრივად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ვნახეთ – თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება პირადად

გუშინ, ქუჩაში ფაქტობრივად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ვნახეთ, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. მისივე შეფასებით, „არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ“ ნიღაბი მთლიანად ჩამოიხსნა. „გუშინ, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ წაქეზებული და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ წაქეზებული, სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარებული კრიმინალების სპეცოპერაცია. ჩვენ მივედით იმ ზღვარზე, სადაც ე.წ. მიტაცებული არჩევნების […]
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომების აღიარების შესახებ

ბოლო პერიოდში, სამედიცინო განათლების შესახებ მიმდინარე საჯარო დისკუსიების ფონზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის (NCEQE, https://eqe.ge) მიერ ავტორიზებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომების საერთაშორისო აღიარებას საფრთხე არ ემუქრება. ამ განცხადების საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წელს ცენტრმა გაიარა WFME-ის (https://wfme.org/ საერთაშორისო ექსპერტების შეფასება, რომლებმაც დაადასტურეს რომ […]
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. საპატრიარქოს განმარტებით, „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და […]
“რამ მიგვიყვანა აქამდე? – ალბათ იმან, რომ ვიყავით გაჩუმებულები” – “ნუტრიმაქსის” მმართველი პარტნიორი

„ფულის მკეთებლად არ უნდა გადავიქცეთ, ფულის კეთება შესაძლებელი იქნება მერეც, თუ სისტემის ნაწილი გახდები, ვინაიდან რუსეთშიც აკეთებენ ფულს. ნამდვილი ბიზნესის შენება კი შეუძლებელი გახდება“ – ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ BMGTV-ის სპეცეთერში განაცხადა, სადაც ბიზნესები მსჯელობენ, როგორ მივიდა ქვეყანა შექმნილ ვითარებამდე და სად არის გამოსავალი. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კომპრომისია, რისთვისაც […]