პრემიერი – მედიაზე თავდასხმა პროვოკაციაა, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც ფიზიკური დაზიანება მიადგა

ერთმნიშვნელოვნად, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. „პირველ […]

ირაკლი კობახიძე – გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი – ყველას მოვუწოდებ, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს

გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალადობის დაგმობა უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა. „საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით რაც გუშინ ვიხელეთ […]

ირაკლი კობახიძე – ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის

ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული „უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა“. „მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ […]

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

აქციაზე დაკავებულმა გიორგი ახობაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა. „დააკავეს გიორგი ახობაძე, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. გამოაცხადა შიმშილობა. გიორგის ჰყავს ინსულტიანი დედა და სჭირდება მუდმივი ყურადღება“,- წერს […]

„24 საათს გაძლევ“ — ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ 24 საათში დაგმოს თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობა ძალოვნებისა და მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი დაჯგუფებების მიერ, უზრუნველყოს მათი დასჯა ან პირადად აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე. „მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს! გუშინ რუბიკონი იქნა გადალახული, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ მოხდა, რაც ქუჩაში ვნახეთ — […]

ახლა ბიზნესებმა საჯარო მოხელეებს, რომლებიც რუსეთის ვექტორს ემიჯნებიან, ფინანსურად ხელი უნდა შევუწყოთ – კოკა თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კოკა თოფურიას განცხადებით, მოცემულ ვითარებაში ბიზნესმა საჯარო მოხელეებს ხელი უნდა შეუწყოს, რათა მათ სამსახურის დატოვება არ გაუჭირდეთ. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კომპრომისია, რისთვისაც საჭიროა ბევრი გაბედული ბიზნესი – „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი,

“შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კომპრომისია, რისთვისაც საჭიროა სიმამაცე და ბევრი გაბედული ადამიანი, ბევრი გაბედული ბიზნესი,” – ასე ფიქრობს „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად. საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს. ბექაია დარწმუნებულია, რომ […]

ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე – საპატრიარქო

საპატრიარქო TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას […]

“მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა” – ირაკლი კობახიძე

“მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს. „ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ […]

ირაკლი კობახიძე – მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. „ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, […]