ძალიან საშიშ ზონაში ვართ, ბიზნესს, ალბათ, ძალიან ცუდი ბედი გვიწერია – “ჩირინას” დამფუძნებელი

დეესკალაცია უნდა იყოს სურვილი მთავრობის, – მხოლოდ ამაში ხედავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს “ჩირინას” დამფუძნებლი, რევაზ ვაშაკიძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. ვაშაკიძის აზრით, საჭიროა იმ პოლიციელების თუ არაპოლიციელების, ვინც ხალხს სცემს, მათი დაჭერა. ბიზნესმენი გამოსავალს ხედავს ასევე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსანთა შეცვლაშიც. ვაშაკიძის აზრით, მხოლოდ ამის […]
„გამოსავალი ახალი არჩევნებია“ – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

„[ამ კრიზისიდან თავის დაღწევის] გამოსავალი არჩევნებია“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში, „ბიზნესის კვირეული“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით, რაც ქვეყანაში ხდება, სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ხოლო ის ესკალაცია და დაპირისპირება, რის წინაშეც დღეს ქვეყანაა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ყოველწლიურად სულ უფრო იზრდებოდა. „რაც ქვეყანაში ხდება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც არის […]
“[ივნისის შემდეგ] ასეულობით მაგალითს მოვიყვან, როგორ შეწყვიტა ინვესტორმა საქართველოში ინვესტირება” – ნათია სხვიტარიძე

კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, რომ ივნისიდან მოყოლებული, ინვესტორებმა საკუთარი ბიზნესები ქვეყნიდან გაიყვანეს და სხვა ქვეყანაში გადაიტანეს. მისი ცნობით, აღნიშნული ბუნებრივიცაა, ვინაიდან მათ არ სურთ არეულ ქვეყანაში ფუნქციონირება, შესაბამისად ბიზნესები სხვა ქვეყანაში გადაიტანეს. „ბოლო კვარტალში, 25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს. ეს არის ტურიზმი, ტურიზმთან დაკავშირებული […]
საპატრიარქოს პრესცენტრი: „ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება“

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმას: „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს ,,ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც […]
მომიტინგეებისთვის სახის დაფარვის ასაკრძალად „ქართული ოცნება“ დაჩქარებულად აპირებს კანონის მიღებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთ კვირაში მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“. პრემიერმა ამ საკითხზე საუბრის დაწყებამდე ახსენა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დავდასხმა, რასაც პროვოკაცია უწოდა. მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ […]
ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, რაც აწუხებთ რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, ეს არის ის, რომ მათ უკვე მეცხრედ წააგეს არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ვერ ბედავენ

უკვე რამდენიმე დღეა ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, აქციებიც „მილევად რეჟიმშია“. „შეკრება არის მილევად რეჟიმში. ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც ერთი მთავარი მიზეზი აქვს – პროტესტს შინაარსი გამოეცალა მთლიანად. რას აპროტესტებენ ვერავინ ვეღარ ამბობს. ყველამ გაიგო […]
ირაკლი კობახიძე – სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა

სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“. მისივე შეფასებით, „როდესაც კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას ერთმანეთს […]
კვლავ უცნობია სირიის დამხობილი დიქტატორის – ბაშარ ასადის ადგილსამყოფელი

მეამბოხეების მიერ სირიის დედაქალაქის, დამასკის დაკავების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, Syrian Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბაშარ ასადი იმყოფებოდა, ქალაქის აეროპორტიდან გაფრინდა. Flightradar-ის მონაცემებით, თავიდან თვითმფრინავი გაემართა სირიის სანაპირო რეგიონისკენ, სადაც ასადის მომხრე ალავითები არია გამაგრებული. შემდეგ თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა. მალევე ის რადარებიდან გაქრა. Reuters-ის სააგენტომ ვერ მოახერხა იმის დადგენა, თუ […]
ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა შეტანილი არ არის

ლიეტუვას ახალი პრემიერ-მინისტრის, გინტაუტას პალუცკასის („სოციალ-დემოკრატები“) განცხადებით, ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტის მიღების დაპირება მთავრობის პროგრამაში შეტანილი არ არის. „კოალიციურ შეთანხმებაში ასეთი პუნქტი არ არსებობს და ის არც სამთავრობო პროგრამაში შევა. თუმცა, სეიმის ცალკეულ წევრებს და პოლიტიკურ ჯგუფებს მისი ინიცირების უფლება აქვთ. ამიტომ, ეს საკითხი შეიძლება სეიმის დღის წესრიგში მაინც მოხვდეს, იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო […]
რუბიკონი გადალახულია! – მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გუშინ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ წაქეზებული კრიმინალების ჩატარებული სპეცოპერაცია. მივედით იმ ზღვარზე, სადაც მიტაცებული, ე.წ არჩევნების მერე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიხსნა ნიღაბი და აჩვენა ქართველ ხალხს მისი რეალური სახე, – ამის სესახებ ლელოს ლიდერმა მაუკ ხაზარაძემ ბრიფინგზა განაცხადა. ხაზარაძე მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. “მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, […]