ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ – პაატა ლომაძე

“ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს,” – ასე ფიქრობს პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად. საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს. პაატა ლომაძემ განაცხადა, […]
შეუძლებელია ამის “გაპრავება”, მოთმენა, გაჩუმება – გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

“ეს ქვეყანა არასდროს შეჰგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას” – ასე ფიქრობს გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სოციოალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აცხადებს, რომ ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი გიორგი ქოჩორაშვილისთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო […]
ლარის კურსი დარჩება სტაბილური და ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში მაღალი ტემპით გაგრძელდება – პრემიერი

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ლარის კურსი დარჩება სტაბილური და ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში მაღალი ტემპით გაგრძელდება. დღეს მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “როგორც კი ჩავარდა მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი”. „ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო […]
მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს

მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, ასევე, აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს

ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა. ეს ასევე აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი შეფასებით, სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის. „ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში […]
კახა კალაძე – მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების გამარჯვებების სიხარულით და საახალწლო გზავნილიც იქნება – „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“!

2024 წელი გამორჩეული იყო ქართველი სპორტსმენების და სხვა სფეროს წარმომადგენლების გამარჯვებებით, რის გამოც საახალწლო სლოგანი იქნება – „გამარჯვებებით სავსე ქალაქი!“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კალაძის თქმით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით. „მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს […]
სირიაში ასადების 50-წლიანი მმართველობა დასრულდა, ამბოხებულები ზეიმობენ

8 დეკემბერს, სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება დაემხო. ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ. ამ წუთებში, ოპოზიციის ათასობით მომხრეა დამასკოს ქუჩებში გამოსული და გამარჯვებას ზეიმობს. სირიაში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში ადამიანთა ჯგუფის ვიდეო განცხადება გაუშვა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ჩამოგდებულია და ყველა პატიმარი გათავისუფლებულია. განცხადების […]
მედიის წარმომადგენლებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები ჩამოკიდეს

ფოტოები – ტვ პირველი მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები, საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მედიის წარმომადგენლები ნაცემ ჟურნალისტებს და ოპერატორებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ახლადდამონტაჟებულ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე იმ ჟურნალისტების ფოტოები გამოფინეს, რომელზეც სისტემამ იძალადა. ჩამოკიდეს საპროტესტო ბანერებიც.
“შეუძლებელია ფეხბურთის თამაში როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს” – ქოჩორაშვილი

სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის “გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება. შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და […]
“კეთილი ინებოს ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაიცვას თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება” – გიორგი მარგველაშვილი

“თბილღვინოს” დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი, მიიჩნევს, რომ საზოგადოება და ბიზნესი, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იყოს ფხიზლად. “აქციებზე, დგას საზოგადოების ბრწყინვალე ნაწილი, ყველანაირი სფეროდან და მე მეამაყება მათი ნახვა. მე მეამაყება, რომ მეც იქ ვდგავარ”, – აცხადებს მარგველაშვილი. მისი თქმით, ბიზნესმენები მიჩვეულები არიან გარიგებებს, ვალდებულებებს და ბიზნესს სექტორი დღეს სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, სახელმწიფო […]