ირაკლი კობახიძე სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მივუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. გავეცანით ვითარებას. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა მ.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.