მიხეილ სარჯველაძე – გამოვხატოთ მზადყოფნა, რომ რაც შეიძლება ინტენსიური იყოს ჩვენი თანამშრომლობა მთავრობასთან, რათა ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პარლამენტში გუშინ მიღებული, ეს უკავშირდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი , – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მ კომიტეტის სხდომის გახსნისას განაცხადა.
მან გამოხატა ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა იმისთვის, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პარლამენტში გუშინ მიღებული, ეს უკავშირდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, რომელსაც ხელმძღვანელობს . იმედი მაქვს, კომიტეტი და მთლიანად პარლამენტი იქნება თანაზიარი, ამ თვალსაზრისით ერთ აზრზე ვიქნებით, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად დიდი წარმატება ირაკლი კობახიძეს და მთლიანად მთავრობას. არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება. წარმატებები ვუსურვოთ და ჩვენი მხრიდან გამოვხატოთ მზადყოფნა, რომ, რაც შეიძლება მაღალი და ინტენსიური იყოს ჩვენი თანამშრომლობაც, მხარში დგომაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორი ნაბიჯები გადაიდგას, უფრო ინტენსიური მუშაობაც წარიმართოს და განვითარდეს მთლიანად ჩვენი სახელმწიფო სწორი მუშაობის შედეგად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.