“ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს” – კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ამბობს, რომ მისი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. ამის შესახებ მან 8 თებერვალს, პარლამენტში მისი პრემიერად დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა.
“ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს [საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა]. ბუნებრივია, ეს სტატუსთანაა არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. საპარლამენტო განხილვის დროს დღეს მქონდა საუბარი იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ”, – თქვა მ.
2022 წლის ივნისში მან მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. “რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?” – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მან მაშინ ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან “მთელი ხელისუფლება დადის” და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.
“მილიონი პროექტი განხორციელდა, გაზი, წყალი, რაც მოსახლეობას აწუხებს… მე რაზე ჩავიდე დღეს იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?” – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ