ირაკლი კობახიძე გახარიაზე – ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში

ამ კაცმა რა მოაწყო დღემდე ვერ გავიგე. ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კადიდატმა, მ პარლამენტში „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მ 2-დღიანი მოსმენის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს და ოპოზიციის მხრიდან „განსხვავებულ ტონზე“ მიუთითა, თუმცა დასძინა, რომ შინაარსი უმეტეს შემთხვევაში დარჩა უცვლელი.
„შევაჯამებ იმ დისკუსიას, რომელიც დღეს გაიმართა საქართველოს პარლამენტში. ერთი რამ, რაც ყველამ შენიშნა, იყო განსხვავებული ტონი და ტონალობა ოპოზიციის მხრიდან. სამწუხარო არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში შინაარსი დარჩა უცვლელი.
იყო საქმიანი ნაწილიც და მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას, დასვეს საქმიანი კითხვები, საქმიანად ჩაერთნენ დისკუსიაში, თუმცა იყო არასაქმიანი ნაწილიც.
ტრადიციულად აქ გამოირჩნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ ყველაფრით ტრადიციულად გამოირჩევიან ხოლმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები, ეს იყო „ლელო“ და აქ იყვნენ გიორგი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო დღემდე ვერ გავიგე. ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

შალვა პაპუაშვილი – კატასტროფაა, როცა ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს – გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი