პირველ რიგში, გულწრფელი მადლიერება უნდა გამოვხატო და იმედი, რომელიც დაკავშირებულია მისსავე დაფუძნებულ პარტიაში, ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის 41 000-ზე მეტი ნამდვილი წევრისა და მილიონზე მეტი მხარდამჭერისთვის. მადლობა მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენისთვის […] კობახიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარეობას იმგვარად გაართვა თავი, რომ დღეს პარტია შეკრული ოჯახია და ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად მზადაა. მის კაბინეტთან ერთად, ახალ პრემიერმინისტრს წარმატებას ვუსურვებ 2024-2028 წლების განმავლობაში, განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, სადაც მთავრობისა და მისი პროგრამის დასამტკიცებლად, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენენ.