ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის

ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის. შესაბამისი განცხადება ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა გააკეთა.
„მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს. არსებობს იმის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს. რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე ასობით და შესაძლოა ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან“, – განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა.
მარი რანტანენმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ საზღვრის მეშვეობით ფინეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 10-დან 20 ათასამდე იქნებოდა.
ცნობისთვის, გასულ კვირას ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთთან ფინეთის აღმოსავლეთი საზღვარი დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!