უკრაინის პოლიციის ცნობით, უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ნიკოპოლის მერის მოადგილეს

დაიღუპა უკრაინის სამხრეთის ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე, როცა მის ავტომანქანას უცნობმა პირმა გაუხსნა ცეცხლი, – Telegram-ით იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიცია.
„შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედმა გამოიყენა დაუდგენელი იარაღი, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მიაკვლიეს 59 წლის კაცის გვამს“, – იტყობინება პოლიცია, რომელიც დაღუპულის ვინაობას არ ამხელს. უკრაინის მედია წერს, რომ მსხვერპლი არის ნიკოპოლის მერის მოადგილე ვიტალი ჟურავლიოვი.
ნიკოპოლი დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარეობს. ქალაქი ხშირად არის ს არმიის თავდასხმის სამიზნე, რის შედეგად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. თუმცა ქალაქის პროკურატურა ამ მკვლელობას რუსეთის არმიის მოქმედებას არ უკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ