წელს ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საამიროებთან და მოლაპარაკებები დაიწყება კორეასთან –

„წელს ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, მოლაპარაკებები გაიხსნება აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს სამომხმარებლო ბაზართან – სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.
„საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები 45 ქვეყანასთან.
წელს ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, მოლაპარაკებები გაიხსნება აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს სამომხმარებლო ბაზართან – სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ ისრაელთან. ეს გარემოებები ქმნის სერიოზულ შესაძლებლობებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს