ჩილეს დაღუპული ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენში მგზავრების გადასარჩენად დარჩა

7 თებერვალს, ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის, სებასტიან პინერას ვერტმფრენი რანკოს ტბაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად პინერა დაიღუპა, მაგრამ გადარჩნენ ბორტზე მყოფი დანარჩენი წევრები.
ყოფილ პრეზიდენტს თან ახლდნენ და მაგდალენა პინერა, შვილი ბაუტისტა გერერო პინერა და ბიზნესმენი იგნასიო გერერო. ვერტმფრენს თავად პინერა მართავდა. აფრენისას ყოფილი პრეზიდენტი მიხვდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გაუმართავია და მგზავრებს ტბაში გადახტომა უბრძანა. ინფორმაციას ჩილეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადარჩენილი დის, მაგდალენა პინერას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მისი ბოლო სიტყვები იყო: “გადახტით პირველები, იმიტომ რომ, მე თუ გადავხტი, ვერტმფრენი დაგვეცემა”. – ამბობს პინერას და.
პინერას სიკვდილის ზუსტი მიზეზი წყლით დახრჩობა გახდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ტბაში ჩავარდნილი ვერტმფრენიდან ვერ გამოაღწია.
პინიერა, რომელიც ჩილეში წარმატებული ბიზნესმენი იყო, ქვეყნის პირველ პირად ორჯერ, 2010-2014 და 2018-2022 წლებში აირჩიეს.