ერთა ლიგის А დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მესამე ტური გაიმართა.
პორტუგალიამ, რომელიც რონალდომ დატოვა, გასვლაზე დანიას 4:2 სძლია. უელსმა სახლში ნორვეგია 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთზე მცველის, ჰეგემის გაძევების გამო სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.
ჯგუფში 9 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, სამივე დანარჩენ გუნდს კი 3-3 ქულა აქვს.
კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია – პორტუგალია 2:4
გოლები: 0:1 კანსელუ (13), 1:1 დამსგორი (23), 1:2 რამუში (25), 2:2 ჰეილუნდი (53), 2:3 ვიტინია (67), 2:4 ფელიქსი (87)
კარდიფი. „კარდიფ სიტი“
უელსი – ნორვეგია 2:1
გოლები: 0:1 ბობი (11), 1:1 ჯეიმსი (38), 2:1 უილიამსი (48)
გაძევება: ჰეგემი (46, ნორვეგია)
ამ ჯგუფში მომდევნო ტური 4 ოქტომბერს გაიმართება – უელსი დანიას, პორტუგალია კი ნორვეგიას უმასპინძლებს.