ქართველ-ებრაელმა ექიმმა Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა

გამოცემა Ynet-ის მიერ გავრცელებული ახალი, დეტალური ინფორმაციით ირკვევა, რომ Flydubai-ს რეისზე (FZ1073) მომხდარი თავდასხმის დროს, რომელსაც კაბინაში ომანელი თანაპილოტი ახორციელებდა, თვითმფრინავში მყოფმა ქართველმა ებრაელმა სტომატოლოგმა, შოთა მუსაევმა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. როგორც ექიმი იხსენებს, ყვირილის გაგონებისთანავე ის დაუფიქრებლად გაქანდა კაბინისკენ.
💬 „არ დავმელოდებივარ, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და გავრბოდი. თავდამსხმელთან დასაპირისპირებლად მივედი და არა სამედიცინო დახმარების გასაწევად“, — აცხადებს შოთა მუსაევი. რამდენიმე მგზავრთან ერთად მან შეძლო თავდამსხმელის შეკავება და მისი განეიტრალება — მიუხედავად იმისა, რომ პირი წინააღმდეგობას წევდა, მგზავრებმა მისი ხელ-ფეხის შეკვრა რამდენჯერმე შეძლეს, სანამ სიტუაცია არ გააკონტროლეს.
📌 შეგახსენებთ, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ Flydubai-ს რეისზე (FZ1073) დრამატული ინციდენტი მოხდა, როდესაც ომანელმა თანაპილოტმა კაპიტანს კაბინაში თავს დაესხა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა კოლოსალური სიმაღლე დაკარგა, ხოლო მგზავრებს ეგონათ, რომ იღუპებოდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო