ფრიდრიხ მერცი – უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებებს ვეძებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მოძიება მიმდინარეობს. მერცმა ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კანცლერის თქმით, ეს გულისხმობს უკრაინის ბიუჯეტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კონკრეტულ მხარდაჭერას, რომელიც, მისი შეფასებით, უკრაინის თავდაცვის „ყველაზე სუსტი წერტილია“.

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ენერგომომარაგება ზამთრისთვის მზად იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გაგრძელდება. „ეს არის ომის დანაშაულები, რომელიც ყოველდღიურად ხდება“, – აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის თემა ინტენსიურად განიხილეს.

მერცმა აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, მათ შორის დიპლომატიური ძალისხმევით. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ნიუ-იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ბოლო შეხვედრა. მისი თქმით, რუსეთის რეაქცია შეხვედრაზე აჩვენებს, რომ ის ამ დროისთვის სერიოზული მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.