“შავმა ლომმა” სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია

“შავმა ლომმა” თბილისის თასის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელი “აირლინკ პუმასი” 21:19 დაამარცხა.
მატჩის დასასრულს ლელო ირაკლი ქვათაძემ დადო, ლუკა ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ლელოები აგრეთვე ვახტანგ ჯინჭრაძემ და ოთარ გიორგაძემ გაიტანეს, ხოლო ცირეკიძემ ჯამში სამი გარდასახვა მიითვალა.
შეგახსენებთ, პირველ ტურში “შავი ლომმა” სამხრეთაფრიკულ “გრიქასთან” 15:21 მარცხი განიცადა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ოქტომბერს “ჩიტასთან” ჩაატარებს.
თბილისი. „ავჭალა“
შავი ლომი – აირლინკ პუმასი 21:19
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ნიკოლოზ ნარმანია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. მაიკლ ქარი, 21. ლეავასა პოტუ; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი.