თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა – შემთხვევა ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის “მონოლითის” ტერიტორიაზე მოხდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროს საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე მდებარე კაფე ხალხით იყო სავსე.

“პირველებს” თვითმხილველები უყვებიან, რომ გადმოშარდვის შემდეგ კაცმა თქვა, რომ “სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა”. პარალელურად კი, ფაქტის შემსწრე მოქალაქეების ცნობით, აივნიდან იძახდა – “დიდება რუსეთს”.

ინცინდენტის შემდეგ მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს.

შსს “პირველებს” უდასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – გამოძიება კი 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ეს მუხლი მოიცავს: საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).

ასევე დაგაინტერესებთ