ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში: ვერ ვხედავ იმ ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზს, რომელიც საიდუმლო რეჟიმშია

ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში, რომელმაც უარი თქვა უკრაინის დახმარების დაფინანსებაზე და მშვიდობის ხელშეწუობის მოწოდებით გამოდიოდა, აცხადებს, რომ მზადაა რუსეთთან იომოს. ეს საკითხი მან პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრაზე განიხილა.
„საუბარი საკმაოდ კონკრეტული იყო და, რა თქმა უნდა, ღმერთმა ნუ ქნას, მოხდეს ისე, რომ რუსეთი დაესხას თავს ბალტიის რომელიმე ქვეყანას, მე-5 მუხლის შესაბამისად, ჩვენ უნდა გავგზავნოთ ჩვენი ორი მექანიზებული ბრიგადა. ჩვენ ვიმოქმედებთ ოპერატიულად და ამას განვიხილავთ, თუმცა ვერ ვხედავ იმ ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზს, რომელიც საიდუმლო რეჟიმშია“- განაცხადა მან Denik.cz-თან ინტერვიუში.