ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს – მათი ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო

რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ისინი სხვადასხვა საშუალებით ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა რეკრუტირებასაც ახდენენ. ასევე, ისინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავენ“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„გარდა ამისა, მზადება მიმდინარეობს დამატებით 10000 სამხედროს განლაგებისთვის – ახლა მათი წვრთნებისთვის და შემდეგ რუსეთში გასაგზავნად შერჩევა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ