კასპის მერი დეკლარაციაში უთითებს, რომ 2025 წელს დასავლეთის ქვეყნებიდან იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე თანამდებობიდან.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სახით, დღევანდელი კურსით, ჯამში 64 826.40 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება ხელფასს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ მაისურაძის, როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერის, წლიური ხელფასი ბიუჯეტიდან 64 795 ლარს შეადგენს.
დეკლარაციაში ასახული გზავნილების ჯამური ოდენობა მერის წლიურ ხელფასს 31.40 ლარით აღემატება. ფულად გზავნილებს მერი აშშ-დან იღებს.
,,დიახ, ჩემი ოჯახის წევრია აშშ-ში. ყველაფერი დეკლარაციაში მაქვს მითითებული და შეგიძლია ნახოთ”- გვითხრა კასპის მერმა.