სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
კიევში შემზარავი კადრები ვრცელდება: რუსულმა რეაქტიულმა დრონებმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარტყეს. ალმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ცდილობენ გადმოხტომას. საბავშვო ბაღებისა და სკოლების შემდეგ, რუსეთმა ახლა პირდაპირ მეცნიერების ბომბვა დაიწყო.
ეს თავდასხმა კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი პროგრესის, განვითარების და ცივილიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთში შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის ბუნებრივი რესურსები, იარაღი, ტერიტორია… ყველაფერი, გარდა მთავარი- ცივილიზაციისა.
აქ მკაფიოდ ჩანს ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს დაპირისპირება:
ერთ მხარესაა უკრაინა, რომელიც ომში ურტყამს რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ოკუპანტის ეკონომიკას – ანუ მიზანმიმართულად ანადგურებს აგრესორის საბრძოლო მანქანას და არ იყენებს ტერორისტულ მეთოდებს.
მეორე მხარესაა რუსეთი, რომელიც ურტყამს მეცნიერებას, სკოლებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
ამ განსხვავების ვერ დანახვა, ან ნეიტრალიტეტის მიღმა დამალვა, უბრალოდ დანაშაულია.




