ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტაბულას უთხრა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი, მას ხელი აქვს დამწვარი, თუმცა, უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.