ერთა ლიგის А დივიზიონის პირველ ტურში იტალია საკუთარ მოედანზე ბელგიასთან 0:2 დამარცხდა.
„სკუადრა აძურას“ ვერც მწვრთნელის გამოცვლამ უშველა, რომელსაც ისევ მანჩინი ჩაუდგა სათავეში. პირველ ტაიმში სტუმრები პსჟ-ს გარემარბმა გოდსტმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი დონარუმას „ბენფიკას“ ნახევარმცველმა ლუკებაკიომ გაუტანა.
პირველ ჯგუფში 28 სექტემბერს იტალია სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება, ბელგია კი საფრანგეთს უმასპინძლებს.
რომი. „ოლიმპიკო“
იტალია – ბელგია 0:2
გოლები: 0:1 გოდტსი (20), 0:2 ლუკებაკიო (69)
