“აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!” – 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება (ვიდეო)

“აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!” – 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება.
ორგანიზატორია აფხაზთა კრება. მსვლელობას უერთდებიან საპროტესტო ჯგუფები: კულტურა დემოკრატიისთვის, დამკვირვებლები, მთა თავისუფლებისთვის, დაიცავი განათლება – სსუ, 300 ქალი, თავისუფალი აუდიტორია, ერთი ხალხი – ერთი საქართველო და საფიხვნო.
მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიებიც: ახალი, დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი, ჯერ საქართველო, ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
ივენთის შესახებ: https://www.facebook.com/share/1HkL448s3p/