ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 24 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას 15 პატიმრის შეწყალების შესახებ. მათგან 13 ე.წ. „ექსტრემისტული“ მუხლებით იყო მსჯავრდადებული ბელარუსის ხელისუფლების პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო.შეწყალებულთა სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ მათ შორის 10 ქალია.ლუკაშენკას პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ყველა მათგანმა შეიტანა შუამდგომლობა შეწყალების შესახებ, აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი, ასევე პირობა დადო, რომ კანონმორჩილად იხოვრებს“.მანამდე, 16 სექტემბერს, ბელარუსმა გაათავისუფლა 25 პოლიტიკური პატიმარი აშშ-სთან შეთანხმების მიხედვით. საპასუხოდ ვაშინგტონმა სანქციები მოუხსნა ორ ბელარუსულ კომპანიას: „ლაკოკრასკასა“ და „ბელლესბუმპრომს“.რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური აღნიშნავს, რომ 15 სექტემბრის მდგომარეობით ბელარუსში უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმრადაა ცნობილი 912 ადამიანი. უფლებადამცველების მონაცემებით, რეპრესიები გრძელდება: ხალხს კვლავ აკავებენ და ასამართლებენ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით.



