ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტები”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე:
რატომ შეგვჭამეთ ამ თქვენი „ქართველობით“, „ტრადიციებით“ და ვითომ პატრიოტიზმით?! ხელებს გვიქნევთ, ჭკუას გვასწავლით და გვეუბნებით, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა — მართლა, ვინ მოგცათ ამის უფლება?!
საერთოდ, ვინ ხართ და რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ასე ზემოდან რომ გვესაუბრებით?! ტვინი წაიღეთ უკვე, მართლა. სექტა ხართ თქვენ და თქვენი იდეიოლოგია მონური!!!!!
თქვენზე ნაკლები ქართველები არ ვართ. ჩვენც ვიცით ჩვენი ისტორია, ტრადიციები, კულტურა, ვიცით ამ ქვეყნის ფასი, სუვერენიტეტიც და, თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნისთვის საქმითაც გვიბრძოლია.
და კი — თქვენს იდეოლოგიას ვერ ვიტანთ! რუსეთი, რომელმაც ეს ქვეყანა დაგვიმონა და ტერიტორიები წაგვართვა, ჩვენი მტერი იყო და არის. ამის თქმა არც ქართველობას გვაკლებს და არც სამშობლოს სიყვარულს. პირიქით — ჩვენი ქვეყნის სიყვარული სწორედ იმას ნიშნავს, რომ მის მომავალზე ვფიქრობდეთ.
და ეს ძველბიჭური, ქურდული მენტალიტეტიც ცოტა გვერდზე გადადეთ. 21 საუკუნეა, ხალხი მარსზე გაფრენას გეგმავს და თქვენ ისევ „ვინ არის კაცი“, „ვინ არის ნამდვილი ქართველი“ და „ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა იცხოვრო“ რეჟიმში ხართ.
დროზე მიხვდით, სად არის თქვენი ადგილი. ამ ქვეყანაში თქვენზე მეტი ქართველებიც არიან, თქვენზე მეტი პატრიოტებიც და, რაც მთავარია, ადამიანები, რომლებსაც საკუთარი აზრი აქვთ და თქვენი ნებართვა არ სჭირდებათ.
ჩვენი ქვეყნის სიყვარული თქვენი საკუთრება არ არის. ქართველობაზე და პატრიოტიზმზე მონოპოლია არავის გაქვთ.
ასე რომ, ცოტა ტონი შეცვალეთ და სხვებისთვის ქართველობის სწავლება შეწყვიტეთ. მართლა ყელში ამოხვედით!




