ქეთა თოფურია 9 სექტემბერს 40 წლის გახდა. ქართველი მომღერლის იუბილე რუსულმა მედიამ არაერთი სტატიით აღნიშნა. გამოცემებმა გაიხსენეს მისი კარიერის დასაწყისი, A’Studio-ში მოსვლა, ხმაურიანი რომანი რეპერ გუფთან, პირველი ქორწინება ლევ გეიხმანთან, ლევ დენგოვთან ურთიერთობა და სამი შვილი.
რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში ყურადღება გამახვილებულია ქეთა თოფურიას ცხოვრების სხვადასხვა, მათ შორის ნაკლებად ცნობილ დეტალებზე. საუბარია მის კარიერულ გზაზე, პირად ცხოვრებაზე, რთულ დაშორებებზე, გუფთან გახმაურებულ რომანსა და ქირურგიულ ჩარევებზე.
როგორ გახდა გოგონა თბილისიდან A’Studio-ს სახექეთა თოფურია ბავშვობიდან მუსიკალური კარიერის შექმნით იყო დაკავებული და პირველი ჯილდო 12 წლის ასაკში, საერთაშორისო კონკურსზე მიიღო.
მისი კარიერის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტად 2005 წელს მოსკოვში გადასვლა და A’Studio-ში მოხვედრა იქცა. ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ახალგაზრდა მომღერლის კანდიდატურა ჯგუფის წევრებს ურჩია, რომლებიც წასული ვოკალისტის, პოლინა გრიფიტის, შემცვლელს ეძებდნენ.
ქეთამ საბოლოოდ მიატოვა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა და რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე პოპულარული ჯგუფის სახე გახდა. მისი პროფესიული წარმატების მიღმა ოჯახური ტრაგედიაც იდგა. ქეთას მამა, ანდრო თოფურია, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და 2010 წელს კოლონიაში გარდაიცვალა.




