4-მა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია – სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუElena Covalenco/AFP via Getty Imagesმოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ოთხმა რუსულმა დრონმა მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
“24 სექტემბრის გამთენიისას, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს, ოთხმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია და მათგან, სულ მცირე, ერთი ჩრდილოეთით აფეთქდა.
რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. ჩვენ ამ ომს ვგმობთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ”. – წერს სანდუ X-ზე.
24 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტებით.