“ყვარელში, სუფრასთან რამდენიმე წლის წინ ამის თქმა როგორი სიმამაცე იქნებოდა…” – სალომე ხვადაგიანი

“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
კარგი მამის პოსტი შემომხვდა შვილს წერდა “შენს გზაზე იარე მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ”.
გუშინდელი შეხვედრა გამახსენა ყვარელში, ბავშვებთან.
კონფორმიზმზე ვსაუბრობდით, ჯგუფიზმზე, და ეშის ექსპერიმენტზე, როცა ხუთი ადამიანი არასწორ პასუხს ამბობს, მეექვსეც რომ მიდრეკილია არასწორი თქვას.
ჰოდა, ერთი ასე 12-13 წლის გოგო ჰყვება, რომ უმცირესობაში უგრძვნია თავი მასაც და გაუჭირდა საპირისპირო აზრის თქმა.
ქეიფი ყოფილა და სუფრაზე დაუწყიათ გეების გინება და ლანძღვა, რომ უნდა გალახო და ცემო “მაგნაირი”.
არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პატარა ვიყავი მაშინ, დავიბენი, შევწუხდი და ვერ მოვიფიქრე, უცებ რა მეთქვაო.
სანამ ამან ხმა ამოიღო, ჩაერია მამა.
“- ყველას უთხრა, რომ ასე საუბარი არ შეიძლება, რომ მათი უფლება და მათი ცხოვრებაა და ჩვენ ჩვენს ცხოვრებას უნდა მივხედოთ.
როცა მამამ თქვა, მერე მეც ვთქვი, რომ მამაჩემია სწორი და ვეთანხმები, მეც ასე ვფიქრობ.
ახლა გავიზარდე და მამაჩემის გარეშეც ვიძახი, როცა რამე არასწორია!”
წარმოვიდგინე, ყვარელში სუფრაზე რამდენიმე წლის წინ ამის თქმა როგორი სიმამაცე იქნებოდა და
ძალიან კარგი მამა გყავს-მეთქი, ვუთხარი.
ვიციო.
ამ ცოდნაზე უკეთესი ნაღდად არაფერია.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?