აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ენდრიუ ლუმისმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მრავალწლიან ერთობლივ კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას, აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, პაატა პატიაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული

ლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო – დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორგანიზებით ტარდება