მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი სკოლის მოსწავლის მეზობელია – რა მოხდა კახეთში?

70 წლის ტაქსის მძღოლი იზოლატორში სასამართლო პროცესს ელოდება – კაცი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

სავარაუდო მსხვერპლი 15 წლისაა, დაკავებული მის მეზობლად მცხოვრები პენსიონერი.

“პირველების” ინფორმაციით, საქმეში დევს მტკიცებულებები, რომ კაცი არასრულწლოვანს სექსუალურად მანამდეც ავიწროებდა.

ამბავი კახეთის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. სექსუალურ ძალადობას სავარაუდოდ ადგილი აგვისტოში ჰქონდა, თუმცა “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ეშინოდა და  ამბავს მალავდა.

პროკურატურას ჯერ დაკავებულებისთვის ბრალი არ წარუდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული